ასტროლოგიურად კატა სიმბოლურად მთვარის ენერგეტიკას შეესაბამება. აქედან გამომდინარე, თუკი თქვენი შვილის რუკაში მთვარე ძლიერია (კირჩხიბში, თევზებში, სასწორში, კუროში) თამამად შეგიძლიათ აჩუქოთ მას ეს ცხოველი და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ იგი პატარა მეგობარს დიდი რუდუნებით მოუვლის და გაუფრთხილდება.
თუმცაღა, კატის ყოლის გამძაფრებული მოთხოვნილება ხშირად მიანიშნებს იმას, რომ ბავშვს ოჯახის წევრების მხრიდან სითბო და გაგება აკლია.
ან თავად ოჯახური ატმოსფეროა სტრესული, ხმაურიანი და ქაოსური. ამიტომ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს ძლიერი მთვარე არ უფიქსირდება, შესაძლოა კატის ყოლის მოთხოვნილება, პატარას მიმართ გაზრდილი ზრუნვითა და ყურადღებით გადავფაროთ.
ავტორი