პირველკლასელთა სასაჩუქრე ლეპტოპები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც უკვე ადგილზეა.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა, მუნიციპალიტეტმა 270 ლეპტოპი მიიღო და სწავლის დაწყებისას პირველკლასელებს გადაეცემათ.
ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე სკოლებში რეგისტრაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 17 მაისს დაიწყო და 9 ივნისს დასრულდება.
რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი ლი 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.