ჩვენ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ გახდნენ არარადიკალურები – აცხადებს ირაკლი კობახიძე და განმარტავს, რას ნიშნავს სინამდვილეში დეპოლარიზაცია. კობახიძე ამ კუხთით, პასუხისმგებლობას “რადიკალურ ოპოზიციას” აკისრებს:
12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, კობახიძე ამტკიცებს, რომ ივნისში ყველა რეფორმის განხორციელება დასრულებული იქნება.
“ივნისში დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება 12 პუნქტის შესაბამისად. რაც შეხება დეპოლარიზაციას, დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები და პირველ რიგში, რადიკალურმა ოპოზიცია. პოლარიზაცია არის მოგონილი ტერმინი და პოლარიზაციის ქვეშ იფუთება სინამდვილეში რადიკალიზმი. პოლარიზაციაში გულისხმობენ, რომ ვიღაცამ გირტყას ფეხებში და შენ არ უნდა გქონდეს რეაქცია. ეს არ არსი დეპოლარიზაცია, დეპოლარიზაცია არის ის, როდესაც რადიკალები წყვეტენ რადიკალურ ქმედებებს და ასეთ დროს, ბუნებრივია ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს თვითონ იმოქმედოს რადიკალურად” _ აცხადებს კობახიძე
რაც შეეხება მოლოდინებს და შანსებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. როგორც კობახიძე ამბობს, მოლოდინი ოპტიმისტურია, თუმცა შანსები 50/50-ზეა.
„ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული, აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა, ეს შეფასება ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნება დადებითი. ასეთ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დეკემბერშიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებისგან. ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის 50/50-ზე.” _ თქვა კობახიძემ.