გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც ვიზიტით იმყოფება ესტონეთში, განაცხადა იმ ვარიანტის დაუშვებლობის შესახებ, რომლითაც სამხედრო ოპერაციები უკრაინაში გაყინული იქნება და ომი გადაიქცევა მბზინავ კონფლიქტად, რომელშიც რუსეთი შეინარჩუნებს ოკუპირებული ტერიტორიებს.
“რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ არ შეიძლება იყოს საუბარი “ცივი მშვიდობის” დადებაზე რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვრის გავლებით ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.
ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიან მშვიდობაზე და ასეთი მშვიდობის გასაღები რუსული ჯარების გაყვანაა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე, თუმცა არ დააკონკრეტა გულისხმობდა თუ არა ის ყირიმს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირდა.
შოლცმა, ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კონტაქტების შეწყვეტას და აპირებს მასთან კვლავ ტელეფონით საუბარს.
“ჩვენი ბოლო სატელეფონო კონტაქტიდან უკვე გავიდა გარკვეული დრო. მე ვაპირებ, შესაბამის დროს პუტინთან ხელახლა დალაპარაკებას “, – თქვა შოლცმა.
კრემლში აცხადებენ, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ სასაუბროდ წინადადება გერმანული მხრიდან.
ავტორი