აზიური მავნებლის, ფაროსანას და ასევე სხვა მავნებელთა მიზეზით, როგორც გურიაში ამბობენ, უკვე ძალიან ბევრი ცვივა ვაშლის, მსხლის თუ წყავის კვირტიდან გამოსული ნაყოფი. რა თქმა უნდა, კლიმატური ცვლილების დაღიც აზის ამ ყველაფრს. თუმცა, ფაროსანას რაოდენობა, როგორც გურულები ამბობენ, ლამის პირვანდელ მდგომარეობას უტოლდება, როცა ის ჩვენს მხარეში გამოჩნდა.
„გურია ნიუსი“ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის გურია-აჭარის ჯგუფის ხელმძღვანელს, ირაკლი გოთუას ესაუბრა:
_ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებები დაწყეულია. რამდენიმე სოფელში დაწყებულია წამლობაც. ყველა სოფელშია განთავსებული მონიტორინგის ფირფიტა. 15 ცალი ფაროსანა სადაც მიეკვრება ამ ფირფიტას, უკვე იქ ვაწითლებთ სიტუაციას და ვიწყებთ წამლობას. დღეს ასეთი ორნმოცამდე სოფელია გურიაში, _ აბობს ის.
კითხვაზე, როდის დაიწყება ცხელი ნისლით წამლობა, რადგან ჩვენი გამოკითხვით, ხალხი უკვე ამბობს, რომ ფაროსანამ ლამის გადაგვიარა და მოგვეშველონო. და იქნება თუ არა ეს სახიფათო ხეხილოვანების, ფუტკრის თუ ბაღბოსტნებისთვის, ირაკლი გოთუამ გვითხრა, რომ სამი-ოთხი დღეც არ დააგვიანდება.
რაც შეეხება საშიშროებას, რომ დაზიანდება გარემო, ბოსტნები ან ფუტარი, ის კატეგორიულად გამორიცხავს მსგავს რაიმეს.
_გეტყვით, რომ წინა წლებში, უფრო სწორად პირველ წელს, ხდებოდა ნაშუადრევს შეწამვლა. ამ დროს მცენარის ფოთოლი ცხელია, ასევე ფუტკარი გარეთაა. დღეისთვის, გასულ წელსაც, შეწამვლა ხდება და ხდებოდა გვიან, ღამით. ამიტომ გამორიცხულია დაზიანება. ამ დროს მცენარის ფურცელი უკვე გრილია. ფუტკარი კი სკაშია , _ გვითხრა ირაკლი გოთუამ.
და მაინც, მოსახლეობის წარმომადგენლები გამოთქვმენ შეშფოთებას, რომ ფაროსანა აქტიურად მოედო გარემოს.
ვრცლად ამ თემაზე, „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ სტატიას.
ავტორი