უკრაინის სამხედრო სარდლობამ წინასწარ განჭვრიტა რუსული არმიის შესაძლო ქმედებები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებასთან დაკავშირებით და შესაბამისი გათვლები გააკეთა. შესაბამისად, ეს ხელს არ შეუშლის უკრაინის თავდაცვის ძალებს წინსვლაში,_ ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერხი ნაიევმა განაცხადა.
„რაც შეეხება კახოვკა ჰესს, სამხედრო სარდლობა წინასწარ ელოდა მტრის ქმედებებს, მათ შორის კახოვკა ჰესის აფეთქებას. არის შესაბამისი გათვლები, რაც ცნობილია სამხედრო სარდლობისთვის. წყლის დაღვრამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი. შესაბამისი სარდლობა ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე ატარებს ზომებს, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ჩვენი შეტევითი მოქმედებების აღკვეთას, სამხედრო სარდლობამ სრულად გაითვალისწინა ასეთი ქმედებები და არ შეგვიშლის ხელს წინსვლაში”,_ განაცხადა ნაიევმა.