კოლუმბიაში, ამაზონის ჯუნგლებში ოთხი ბავშვი, რომლებსაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 40 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ცოცხლები იპოვეს.
ბავშვები 13, 9, 4 და ერთი წლის არიან, ისინი ბორტზე დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავი ამაზონის ჯუნგლებში 1 მაისს ჩამოვარდა. ის არარაკუარადან, ამაზონის პროვინციაში, სან ხოსე დელ გუავიარეში, მიფრინავდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ძრავის გაუმართაობაა.
ავიაკატასტროფის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გადარჩენილი ბავშვების დედა.
მაშველები ბავშვებს მაისის თვიდან ეძებდნენ.