13 ივნისს თბილისის შემ,ზარავი ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგი კაპანაძის გამზრდელი ბებია, ნინო თევდორაძე დები ზარანდიებისა და მისი შვილიშვილის უკანასკნელ გზაზე საუბრობს.
მისი თქმით, ერთ-ერთ ვიდეოში, სწორედ სერგი, ლიზა და ინდირა ჩანან, რომლებიც სტიქიისგან თავის დაღწევას ცდილობენ.
“დები მორბიან გზის გამყოფ ბორდიურზე, მათ უკან მოსდევს სერგო. მერე სერგი ჩერდება არ ვიცი რა უნდა. 2 წუთიანი კადრია სულ, როგორ იწყებოდა სტიქია” – ამბობს სერგის ბებია
შეგახსენებთ, სერგო კაპანაძე სტიქიის დროს დებ ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, დები ზარანდიები რამდენიმე დღეში გარდაცვლილები იპოვეს, სერგო კაპანაძეს კი დღემდე დაკარგულად ითვლება. თუმცა, ბებია სერგის ბებია ფიქრობს, რომ ბიჭი ცოცხალია.