ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს შეადგენს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამამუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნეს იდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://rda.gov.ge/…/entrepreneurial-activity…/ |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved