რთული კვირაა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, რადგან დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია.
ვერძი – საკმაოდ რთული კვირაა. მაღალია ჭორების და ინტრიგების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. მოგიწევთ საკუთარი საქმის დროებით გადადება და სხვათა პრობლემების მოგვარება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ერთი შეხედვით მომგებიანი პროექტი საბოლოოდ მარცხით დასრულდება, პარტნიორების დაპირებები კი, ფუჭი და უშედეგო აღმოჩნდება. გაამახვილეთ ყურადღება პირად პრობლემებზე, ეცადეთ მოაწესრიგოთ ურთიერთობა მეგობრებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ნაცნობობას და ავანტიურულ წამოწყებებში მონაწილეობას. ყურადღებით შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული თქვენი გადაწყვეტილების სისწორე.
კურო – ნაკლებად სახარბიელო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ ყურადღება გარშემომყოფთა მიმართ, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას. არაა გამორიცხული პრობლემები შეგიქმნათ ხელმძღვანელთა და კოლეგათა არასერიოზულობამ და უპასუხისმგებლობამ. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტ ლაპარაკს, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ნეგატიურად აისახება თქვენს რეპუტაციაზე. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და ფულის ზედმეტი ხარჯვისგან, საეჭვო წამოწყებაში ინვესტირებისა და კაპიტალის დაბანდებისგან.
ტყუპები – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, საქმეების ბოლომდე მიყვანას და პრობლემების მოგვარებას, მაგრამ საერთო ნეგატიური ფონი თქვენზეც უარყოფითად აისახება. არაა გამორიცხული მოულოდნელი სირთულეები შეგექმნათ ბიზნესში, გაგიჭირდებათ კარიერული ზრდა და განვითარება. ნაკლებად გაამართლებს კოლექტიური მუშაობა, უმჯობესია მეტი დრო დაუთმოთ ინდივიდუალურ პროექტებს. არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება, ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი, პარტნიორთა შესაძლებლობები და სწორედ მათი გათვალისწინებით იმოქმედეთ.
კირჩხიბი – ძალიან რთული კვირაა. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფების მიმართ, რადგან სწორედ ამ კვირაში გაძლიერდებიან ფარული მტრები და კონკურენტები, მოიმატებს ჭორების, ინტრიგების, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა. არაა გამორიცხული ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება და დაუსრულებელი საქმეების ბოლომდე მიყვანა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, ეცადეთ მშვიდად და ზედმეტი დანაკარგის გარეშე გაიაროთ ეს კვირა და მოემზადოთ შემდეგი კვირისთვის, რომელიც ბევრად მშვიდი და შედეგიანი იქნება.
ლომი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ მოჭარბებული ემოციები არ მოგცემენ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას. არაა გამორიცხული სწორედ ზედმეტმა ეგოიზმმა და ამბიციებმა შეაფერხოს თქვენი ურთიერთობა გარშემომყოფებთან. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისგან, უმჯობესია ყველა ნაბიჯი წინასწარ გათვალოთ და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა. ნუ იქნებით ახლობლების იმედზე, რადგან დახმარების მოლოდინში მხოლოდ იმედგაცრუებას მიიღებთ.
ქალწული – საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ პრობლემების და სირთულეების დაძლევა. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში, რათა სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს სხვადასხვა საკითხზე კამათი. არაა გამორიცხული ერთდროულად მოგიწიოთ რამდენიმე საქმის კეთება, რაც გადაღლას და გაღიზიანებას გამოიწვევს. ეცადეთ მშვიდად მოისმინოთ სხვათა კრიტიკა და არ აჰყვეთ პროვოკაციას, ყურადღებით შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორები, რათა არ გაებათ უსარგებლო ავანტიურაში.
სასწორი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მგზავრობისა და მოგზაურობისას, რადგან მეტად ტრავმული და ავარიული კვირაა. მოერიდეთ უცხოელებთან, საეჭვო ნაცნობებთან და ნაკლებად სანდო კოლეგებთან ურთიერთობას, რადგან სწორედ ისინი შეგიქმნიან სერიოზულ მატერიალურ პრობლემებს. არაა გამორიცხული ზოგიერთმა სწორედ თქვენს ხარჯზე მოინდომოს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება და გაიძულოთ ზედმეტი ხარჯის გაწევა. გულდასმით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
მორიელი – მეტ-ნაკლებად მშვიდი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული პარტნიორების ნაცვლად მოგიწიოთ გადაწყვეტილების მიღება და სწორედ მათ ფინანსებზე გახდეთ დამოკიდებული, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. უკმაყოფილების მიუხედავად არ ღირს მათთან დავა და საქმის გარჩევა, რადგან ასე უფრო მეტ პრობლემას შეიქმნით. თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან, გაუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციას, რადგან ბევრი ეცდება ჭორებითა და ინტრიგებით თქვენი სახელის გაფუჭებას.
მშვილდოსანი – საკმაოდ მძიმე კვირაა. მართალია გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ დასახული მიზნების მიღწევა, რადგან პასუხისმგებლობითა და ვალდებულებებით დამძიმებული ვერ შეძლებთ ემოციების მართვას და კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირებას. გამოიჩინეთ მეტი სიმშვიდე, მართალია, ბევრი ეცდება თქვენი თავისუფლების შეზღუდვას და საკუთარ გეგმებს მორგებას, მაგრამ მაინც არ ღირს კამათი და დაპირისპირება, რადგან ასე საერთო საქმესთან ერთად საკუთარ რეპუტაციასაც აზარალებთ. მაქსიმალურად შეზღუდეთ კომუნიკაცია გარშემომყოფებთან, უმჯობესია შემოიფარგლოთ მხოლოდ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობით.
თხის რქა – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც არ ღირს გარისკვა, საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის აღება. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფთა მიმართ, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას. მართალია, გაგიჭირდებათ კოლეგების ნდობა, მაგრამ მაინც არ ღირს ერთობლივ პროექტებზე უარის თქმა, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, ეცადეთ თვალი დახუჭოთ სხვათა სისუსტეზე და არ აჰყვეთ პროვოკაციას. მოერიდეთ მსხვილი საყიდლებსა და საეჭვო კაპიტალდაბანდებას, რადგან მოგების ნაცვლად მხოლოდ ზარალს და ზედმეტ თავის ტკივილს მიიღებთ.
მერწყული – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ მოულოდნელად წარმოქმნილი სირთულეები განწყობასაც გაგიფუჭებენ და მოქმედების სურვილსაც დაგიკარგავენ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ვალების გასტუმრება და ძველი დაპირებების შესრულება. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალდაბანდებისგან, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისგან. მიიღეთ ახლობელთა დახმარება, რადგან მხოლოდ მათი მხარში დგომით შეძლებთ სირთულეების დაძლევას.
თევზები – საკმაოდ რთული კვირაა, თუმცა ბევრად იღბლიანი იქნება შემდეგი კვირა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან არაა გამორიცხული მოგიწიოთ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება. არ აჰყვეთ ილუზიებს, ეცადეთ იაზროვნოთ პრაგმატულად და იმოქმედოთ მხოლოდ რეალური ფაქტების გათვალისწინებით. არ ღირს გარშემომყოფთა ნდობა, უმჯობესია დაეყრდნოთ საკუთარ ინტუიციას და მხოლოდ ასე მიიღოთ გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ გააქტიურებული კონკურენტები და ფარული მტრები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხიფათის შექმნას.
გეომაგნიტური დღეები – 20, 22 და 25 ივნისი.
წყარო: „ფორტუნა“