დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
სტატისტიკა
…………..
სტატისტიკის თანახმად საქართველოში 2085 საჯარო და 223 კერძო სკოლაა. დავუშვათ თითო სკოლაში 1 ისტორიის და 1 ქართულის მასწავლებელია, ეს ჯამში უდრის 4616. ამჟამად ამ სკოლებიდან უმაღლეს სასწავლებლებში, რომლის რიცხვიც თურმე საქართველოში 75 ერთეულია, სწავლობს 144 000- მდე სტუდენტი.
სკოლის გარდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არის განათლების ცენტრები და სამინისტრო მინისტრით და მთელი რიგი დეპარტამენტებით თავისი უფროსებით.
დასკვნა:
………
ხოდა ამ მთელმა ლეგიონმა ხალხმა, რომელებმაც განსწავლეს ეს 144 000 სტუდენტი, ნუთუ იმათ შორის არ არის ისეთი მომზადებული ახალგაზრდები, რომლებიც აუდიტორიაში შეძლებენ თავიანთი განსწავლილობით ერეკლეს დაცვას და ასე ბერძენიშვილის აუდიტორიაშივე დამარცხებას?
აბა მაშინ რას სწავლობენ 12 წელი სკოლაში?
თუ კვერცხის სროლით მოგვარდება ეს პრობლემა მაშინ, დამატებითი დისციპლინა შევიტანოთ სკოლებში და მიზანს რომ არ ააცდინონ კვერცხის სროლა ვასწავლოთ.
……………..
1 ბერძენიშვილს ვერ ერევა მთელი განათლების სამინისტრო და ეს 4616 მასწავლებლის აღზრდილ 144 000 სტუდენტს 1 ცალი ბერძენიშვილი ურევს ტვინს?