რუსული სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “რუსეთში სამოქალაქო ომი ოფიციალურად დაიწყო.” მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი კი ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს.
“სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად შეცდა. ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით და არავინ აპირებს ჩაბარებას პრეზიდენტის, FSB-ს ან ვინმეს მოთხოვნით. იმიტომ, რომ არ გვინდა, რომ ქვეყანა კორუფციაში, ბიუროკრატიაში და მოტყუებაში ცხოვრობდეს”, – ამბობს პრიგოჟინი.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენები.