უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი ალყისთვის ემზადება.
ქალაქი იზოლირებულია პოლიციისა და სამხედრო ნაწილების მიერ. შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. სამხედრო ტექნიკა კი, რომელიც აქამდე სასაზღვრო რაიონების რეზერვში იყო, მოსკოვშია გადაყვანილი.
„ამჟამად მოსკოვი პრაქტიკულად იზოლირებულია პოლიციისა და სამხედრო ნაწილების ძალებით. ყველა გზაჯვარედინზე და ქალაქიდან გასასვლელში გაძლიერებულია პატრულირება. ქალაქში მოძრაობს დიდი რაოდენობით ავტობუსები ნომრებისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, შეიარაღებული პირებით. შეჩერებულია სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა რეგიონებს შორის,” – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, როგორ თხრიან სანგრებს ქალაქის შესასვლელში. რუსეთის დედაქალაქში “ვაგნერის” სამხედრო დაჯგუფების სარეკლამო ბანერებსაც ხსნიან.