“ძალიან ადრეა რუსეთში მომხდარი არეულობის შედეგების განსაზღვრა”,_ ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ამ შაბათ-კვირის მოვლენების შედეგების შეფასება და გავლენა რუსეთსა და უკრაინაზე. ჯერ კიდევ ნაადრევია საბოლოო დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ სად მიდის ეს”,_ განაცხადა ბაიდენმა.
“რაც არ უნდა მოხდეს რუსეთში, ჩვენ, შეერთებული შტატები, გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – თქვა ბაიდენმა.