“კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმის განვითარებისთვის“ – ასე ქვია პროექტს, რომელიც იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, სამტედიაში, ვანსა და ბაღდათში საქართველოს მთავრობის და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ღირებულება სამივე მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 165 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში განხორციელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ასევე, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მოეწყობა წყალარინების ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
,,ზემოაღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად იმერეთის სამივე ქალაქი გარკვეულწილად უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხისხიანი წყალმომარაგებით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ეკოლოგიურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს,“_ განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.
ავტორი