ფირუზი
ითვლება, რომ ამ ქვაში ულევი ენერგიაა თავმოყრილი. მისი წყალობით, არასოდეს გეყოლებათ მტრები და მისი მფლობელი მუდმივად დაცული იქნება.
შეეფერება: მშვილდოსანს, თხის რქას, თევზებსა და მერწყულს.
ქარვა
ქვა-წამალი. მის ტარებას ყელის ტკივილის დროს გვირჩევენ. ხშირად ქარვას ტანსაცმელზე იმაგრებენ გათვალვისგან დასაცავად.
შეეფერება: ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს.
ამეთვისტო
სასურველია ატარონ მათ, ვინც ვაჭრობასთანაა დაკავშირებული. ითვლება, რომ ამეთვისტო ფულს იზიდავს და ფინანსური მაქინაციებისგანაც დაგიცავთ.
შეეფერება: ქალწულს, ღრიანკალს. მისი ტარება სასურველი არ არის ლომებისთვის.
ნეფრიტი
ჩინეთში ნეფრიტი შეყვარებულთა ქვად ითვლება. ჩინელები ხშირად ჩუქნიან ერთმანეთს ნეფრიტის პეპლებს – სიყვარულისა და კეთილგანწყობის სიმბოლოდ.
შეეფერება: ვერძს, სასწორსა და მერწყულს.
აქატი
მექსიკაში აქატს გველის კბენისგან დასაცავად იკეთებენ. საქართველოში კი ხშირად ახალშობილს სასთუმალთან უმაგრებენ, რათა ჩვილი ჯანმრთელი გაიზარდოს.
შეეფერება: მორიელსა და ტყუპს.
სერდოლიკი
ლითონთერაპიაში (ქვებით მკურნალობა) მიიჩნევა, რომ სერდოლიკი შესანიშნავი საშუალებაა ტვინში სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
შეეფერება: მშვილდოსანს, თევზებს, კირჩხიბს.
აკვამარინი
ტიბეტურ მედიცინაში აკვამარინი გამოიყენება, როგორც ბიოსტიმულატორი. ითვლება, რომ ეს ქვა მფლობელს ტყუილისგან იცავს.
შეეფერება: მერწყულს, კირჩხიბს, ქალწულს.
ძოწი
ინდუსებს სჯერათ, რომ ძოწი დეპრესიასა და უძილობას არაჩვეულებრივად ებრძვის, თუმცა მისი ტარება მიზანშეწონილი არ არის ჰიპერტონიკებისთვის.
შეეფერება: ტყუპსა და თხის რქას.