მაშველებმა მდინარე ლიახვში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სოფელ თედოწმინდასთან მეგობრებთან ერთად ლიახვში ბანაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა.
სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი მაშველები, ისე თბილისიდან ჩასული მყვინთავები.