Reuters ამტკიცებს, რომ ვაგნერის 24 ივნისის მსვლელობამ მოსკოვზე გამოიწვია პანიკა ბევრ რუსულ ელიტაში: ხალხი “შიშით კანკალებდა, რადგან მსოფლიოს უდიდესი ბირთვული ძალა ცურავდა იმ ზღვარზე, რასაც პრეზიდენტმა პუტინმა პოტენციურ სამოქალაქო ომს უწოდა”.
საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლების და საკუთარი ინფორმირებული წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო იუწყება, რომ მოსკოვისკენ პრიგოჟინის „სამართლიანობის მარში“ წინ სვლისას, მსხვილმა ბიზნესმენებმა დაიწყეს რუსეთის დედაქალაქიდან, კერძო თვითმფრინავებით.
გამოცემა განმარტავს, რომ ერთ-ერთი შიში, იყო ის, რომ „ვაგნერელთა“ აჯანყება შეიძლება გადაიქცეს ქვეყანაში ძალაუფლების ვირტუალურ ხელში ჩაგდებაში პრიგოჟინის ბოევიკების მიერ და გამოიწვიოს ქონების მორიგი გადანაწილება.
როდესაც პრიგოჟინის ხალხი უკან დაბრუნდა, ფაქტობრივად, მოსკოვამდე რამდენიმე ასეული კილომეტრით ადრე, ეს შიში ახლით შეიცვალა: რომ ღალატითა და საჯარო დამცირებით გაბრაზებული პუტინი საპასუხოდ დაიწყებს ხრახნების კიდევ უფრო გამკაცრებას და შურისძიებას. ყველას მიმართ, ვინც მას არასაკმარისად ერთგულად თვლის.
„რუსეთში ახალი რეალობა ჩამოვიდა“, – ციტირებს Reuters-სიანონიმური მაღალჩინოსანი რუსულის წყაროს ნათქვამს და აღნიშნავს, რომ რომ წარუმატებელ აჯანყებაზე საუბარი წარსულში არ უნდა იყოს, რადგან არ არსებობს საფუძველი იმის თქმის, რომ ის დასრულდა.
„შაბათის მოვლენებმა აჩვენა, რომ შეიარაღებულ ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაიმორჩილონ მთელი ქვეყანა თავიანთ ნებაზე“, – დარწმუნებულია სააგენტოსთან თანამოსაუბრე.
სხვა წყაროს მიხედვით, რუსული ელიტის ბევრმა წევრმა შაბათის აჯანყების დროს „იჩქარა გეგმების შედგენა მათი ოჯახების მოსკოვიდან გაყვანის შესახებ“, მაგრამ „ძალიან ადრეა რაიმე რადიკალური დასკვნის გაკეთება“ შაბათის მოვლენებიდან.
„მოვლენების სიჩქარემ და [რაც ხდებოდა] სერიოზულობამ სრულიად შოკში ჩააგდო ყველა, მათ შორის კრემლშიც“, – არწმუნებს წყარო გამოცემას და დასძენს: „ყველა, ვისაც დასაკარგი აქვს [რუსეთში] უკიდურესად დაძაბული იყო“.
ავტორი