პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის მთავარმა შრომის ინსპექტორმა წარადგინა.
გასულ წელს მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული არაერთი მიმართულებით.
სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური შემთხვევები, 2018 წლიდან, შრომის უსაფრთხოების კანონის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 41%-ით არის შემცირებული.
შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში 2022 წელს 2510 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება განხორციელდა.
გაიცა 8728 მითითება და ჯამში შედგენილ იქნა 1748 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
შრომის უფლებების მიმართულებით, კი 1024 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, შედგა 632 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გაიცა 3369 მითითება.
რაც შეეხება საკანონმდებლო და ნორმატიულ სიახლეებს, შემუშავებულია და საქართველოს კანონმდებლობაში ასახულია 17 ნორმატიული აქტი.
ოთხ ევროდირექტივაზე დაყრდნობით შემუშავდა და დამტკიცდა სამი ტექნიკური რეგლამენტი.
ბექა ფერაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და შრომითი ნორმების დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის გატარებულ ღონისძიებებზე.