ამბობენ, რომ ცრურწმენებს ძალა არ გააჩნია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ წარსულიდან გადმოყოლილი მცდარი ჩვეულებაა, რომელიც ადამიანს გავლენის ქვეშ აქცევს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ანიჭებს მნიშვნელობას.
ფინანსური პრობლემები ნაკლებად რომ დაგემუქროთ:
კვირის ბოლოს აუცილებლად მოაგროვეთ საფულეში დარჩენილი მთელი ხურდა ფული და უპოვრებს დაურიგეთ. ძველ სლავებს სჯეროდათ, რომ ვინც ასე არ აკეთებს, იგი მხოლოდ ხურდა ფულით იქნება “მდიდარი” მთელი ცხოვრება.
როცა ფულის სესხება გიწევთ, სასურველია, ამ მომენტში ხელით სამი თითის კომბინაცია გააკეთოთ ზურგს უკან ან ეს ხელი ჯიბეში გედოთ. მართალია, არცთუ ეთიკური საქციელია, მაგრამ სამაგიეროდ, ასე მალე დააბრუნებთ ვალს.
ფულის გასესხება დილით ჯობია, მიჩნეულია, რომ ასე ფულს ფული მოაქვს.
არასოდეს გაასესხოთ ფული საღამოს საათებში, თქვენი ბარაქა მსესხებელს გაჰყვება. ეს სიღარიბის ნიშანია.
ავტორი