https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„იქნებ მითხრათ, რა ენაზე ლაპარაკობდა ეს კაცი…“

9:42; 2.07.2023
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბატონი თემურ ჩირგაძე პროფესიონალი მსახიობი არ გახლდათ. ის ექიმი იყო, მაგრამ თუნდაც “ცისფერ მთებში” მის მიერ განსახიერებული როლის შემხედვარე ამას ძნელად თუ დაიჯერებდით. თემურ ჩირგაძე მის თაობაში ძალიან პოპულარული პიროვნება იყო. ამისი ერთ-ერთი მიზეზი საოცარ ადამიანურ ღირსებებთან ერთად ისიც იყო, რომ არაჩვეულებრივი თამადა გახლდათ. საოცარი იმპროვიზაციის უნარი ჰქონდა და მის მიერ წაყვანილი ნებისმიერი სუფრა ერთგვარ მონოსპეკტაკლს ემსგავსებოდა.

ერთხელ თბილისში ფრანგი მსახიობი ჟერარ ფილიპის მეუღლე ან ფილიპი ჩამოვიდა. თამადად თემური აირჩიეს, რომელმაც მთელი სუფრა ფრანგულად წაიყვანა, არადა, ყველამ იცოდა, რომ ამ ენაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. მეგობრები გაოცებულები შესცქეროდნენ, ფრანგები კი მის საუბარზე სიცილით იხოცებოდნენ.

ფილიპმა მთელი დიალოგი ჩაიწერა, მეორე დღეს კი გურამ ასათიანს დაურეკა და უთხრა: დილით ცუდ გუნებაზე გავიღვიძე, გადავწყვიტე გუშინდელი ჩანაწერი მომესმინა და გავმხიარულებულიყავი, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავარჩიე. იქნებ მითხრათ, რა ენაზე ლაპარაკობდა ეს კაციო.

მსახიობი გია ფერაძე მეტად ტრაგიკული პიროვნება აღმოჩნდა. მისი ახლობლები ამტკიცებდნენ, რომ მხატვრულ ფილმში “არასერიოზული კაცი”, მის მიერ განსახიერებული როლი, იგივე გია ფერაძე იყო რეალურ ცხოვრებაში. გია უზადო იუმორით დაჯილდოებული ადამიანი იყო და მისი მრავალი გამონათქვამი იმდროინდელ თბილისში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა.

ცნობილმა საერთაშორისო მიმომხილველმა აბონ ციციაშვილმა ეთერში წარმოსთქვა “ცნობილი ტექსტი”: – ამერიკის პრეზიდენტს რეიგანს ნუ დაავიწყდება ქართული ანდაზა: “ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”. მეორე დღეს გია ტელევიზიის დერეფანში დახვდა. – რეიგანის ნიღბით, შავ კოსტიუმში გამოწყობილი. შორიდან დაუძახა: – ბატონო აბონ! რა გინდათ ჩემგან, რატომ არ დამანებებთ თავს? სანამ გია მიუახლოვდებოდა, გაოგნებული აბონ ციციაშვილი უკან, სტუდიაში შესვლას ცდილობდა.

გიას მეგობარი შეხვდა და ეკითხება:

– ნანული სარაჯიშვილი როგორ არის? (ნანული გიას მეგობარო იყო )

– ახლა რა უშავს, ადრე სულ ვალებში იყო, ძლივს გაისტუმრა ახალი ბიზნესის წყალობით.

– რა ბიზნესი აქვს?

– რუსთაველზე ერთი კიოსკი დაიქირავა და დააწერა “ცხელ-ცხელი თბილისური ჭორები”. ზის შიგ მთელი დღე და გამვლელ-გამომვლელზე თითო ჭორს თითო მანეთად ჰყიდის. იმდენი შემოსავალი აქვს, მალე მანქანის ყიდვას აპირებს.

ბატონ იპოლიტე ხვიჩიას ნარდის თამაში უყვარდა. როდესაც წააგებდა პატარა ბავშვივით ჩხუბობდა. ამის გამო მოთამაშეები მუდმივად ებუტებოდნენ. ერთ დღესაც იპოლიტემ ოჯახის წევრებს შემდეგი ხელწერილი დაუწერა:

“მე, იპოლიტე ალექსანდრეს-ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი, სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ, ჩემი ძვირფასი პარტნიორების (ნარდში) წინაშე დავიცვა მოთამაშის ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი.

  1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ, მაინც წამისწრებენ და რა ფასი აქვს!
  2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორებს შემდეგი სიტყვები: უპატრონო, საცოდავო, დეგენერატო, კიკა და ა.შ…
  3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო პარტნიორს ჩემს სასარგებლოდ, არ მივითვისო სხვისი მოგებული პარტია.
  4. დავუცადო მოთამაშის მიერ ნიჭიერად შესრულებულ სვლას და შემდეგ განვაგრძო თამაში.
  5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიებით და არ დავამცირო ნიჭიერი მოთამაშე სხვების წინაშე.
  6. ვადასტურებ ერთხელ და სამუდამოდ, რომ კირაცა და მარიკაც ჭეშმარიტად დიდებული მოთამაშეები არიან, ვაღიარებ, რომ მათთან თამაში დიდ სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი მგვრის.

ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ, ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ. რაზეც ხელს ვაწერ: იპ. ხვიჩია. 19. 11. 78 წელი. ახლა კი ვარ თანახმა, მარა, თუ დავდექი ფეხზე, მოგიკითხავთ კარგებს! თქვენი ბაბუ!“

მედეა ჯაფარიძის და რეზო თაბუკაშვილის ლეგენდად ქცეულ სიყვარულს ზოგჯერ ეჭვიც თან ახლდა. სვანეთში გადაღებაზე მყოფ მედიკოს რეზოც გაჰყვა, ტახზე წავინადირებო, თან ჟაკანით დატენილი თოფიც წაიღო. რეზოსა და მედეას რაღაცაზე კამათი მოსვლიათ, წაკინკლავებულან. რეზოს თოფი გადმოუღია, მედეა ლულაზე დაკიდებია. შემდეგ როდესაც მედეა ჯაფარიძე ამ ამბავს ჰყვებოდა, ერთსა და იმავე მომენტზე ამახვილებდა ყურადღებას: – წარმოგიდგენიათ, ღორის ტყვიით მკლავდაო. რეზოს უთქვამს, მედიკო, შვლის ტყვიით რომ მომეკალი, რა შეღავათი იქნებოდაო.

ქართული კინოსა და თეატრის კოლორიტული მსახიობი ბორის წიფურია ხშირად ხუმრობდა, ჩემმა პერსონაჟმა რაც ქალი გააუპატიურა ჭაობებში, მას მერე დაეცა ქალებში ჩემი ავტორიტეტი და ამიტომაც დავიარები უცოლოდო. ერთხელ ქუჩაში თავისთვის წყნარად მიდიოდა. ერთმა ქალმა მიაძახა, მოძალადე, მუსუსო, გათახსირებულოო. ეს ლანძღვა, ცხადია მის გმირს ეკუთვნოდა. ზოგს შეიძლება თავი არ შეეწუხებინა ახსნა-განმარტებით, მაგრამ წიფურიამ ძალ-ღონე არ დაიშურა და ქალს აუხსნა, არ ვარ გლახა და გვარის შემარცხვენელი. ცუდი კაცების როლებს მაძლევენ რეჟისორები და მათ კისერზე იყოს ჩემი არაკაცობის ცოდვაო.

ცნობილი დირიჟორი დიდიმ მირცხულავა სესილია თაყაიშვილთან ახლოს ცხოვრობდა. კუს ტბიდან როდესაც ბრუნდებოდა, სესილიას სახლისთვის უნდა ჩაევლო. მსახიობს ფანჯარა ყოველთვის ღია ჰქონდა. ბატონი დიდიმიც რამდენჯერაც ჩაივლიდა, იმდენჯერ კუს ტბაზე დაკრეფილ იებს იქ ყრიდა. ერთხელაც გაბრაზებულმა თაყაიშვილმა დიდიმის ცოლს დაურეკა: – ნატა, გადაეცით თქვენს მეუღლეს, რომ თავი დაანებოს ჩემს ფანჯარაში იების შემოყრას. ამდენი ნაგვის ხვეტით დავიღალეო.

დიდიმმა სესილიას მოთხოვნა შეასრულა. და, აი, ერთი კვირის შემდეგ სესილიამ მირცხულავებთან კვლავ დარეკა: – ნატა, დიდიმს გადაეცით, ისევ შემომიყაროს იები ფანჯრიდან, თავს მოხუცად ვგრძნობ.

ამ სახალისო შემთხვევამ კიდევ ერთი ისტორია გამახსენა. ერთხელ სესილიას სპექტაკლის დაწყების წინ გოგონებმა ქათინაური უთხრეს:

– რა ლამაზი კაბა გაცვიათ.

– სპექტაკლის შემდეგ პაემანზე მივდივარ, – უპასუხა განსაკუთრებული სერიოზულობით. ატყდა სიცილი.

– რა გაცინებთ, თქვე დურაკებო. კი არ დავბერდი, თაყვანისმცემელმა მაჩუქა, – არ დაიბნა სესილია.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

თემურ ჩირგაძე
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ყველაზე მზრუნველი ადამიანები

10:14; 25 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ყველაზე მომღიმარი და ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

10:12; 25 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ყველაზე მომღიმარი და ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

10:11; 25 თებერვალი, 2026
ზაფრანი

როგორ ქორწინდებიან ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 25 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც იდეალური კავშირი აქვთ

10:02; 24 თებერვალი, 2026

ჯემალ ღაღანიძის „შურისძიება“

დოდო ჭიჭინაძის „თავგადასავალი“

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო