ერთხელ რუსთაველის თეატრში „ხანუმას” თამაშობდნენ.
ბილეთებზე ერთი ამბავი იყო ატეხილი. გარეთ სპექტაკლის ბილეთებს გადამყიდველები ორმაგ ფასად ყიდდნენ.
მსახიობ ჯემალ ღაღანიძის ქართულის მასწავლებელსაც მოუნდა ამ სპექტაკლის ნახვა.
იმ პედაგოგისთვის შვილს უთქვამს, ჯემალი, შენი მოსწავლე ხომ იქ არის, მიდი და ბილეთებს მოგცემსო.
ქალს უარი უთქვამს, რას ამბობ, ბავშვობაში ზუსტად მაგით დამემუქრა და მასთან ბილეთების სათხოვნელად როგორ მივალ, დანაქადნი როგორ ავასრულებინოო.
ავტორი