„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები კიდევ ერთი დადასტურება არის იმის, რომ „რუსული ოცნების“ კურსი ამ ქვეყანას მიაქანებს ჭაობისკენ. მათ მიერ არჩეული და მხარდაჭერილი პრეზიდენტი აკეთებს უმწვავეს განცხადებებს. ძალიან სწორი აქცენტებია და ცხადად ისაუბრა იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ისტორიული არჩევანის წინაშე, მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებით ისტორიულ შესაძლებლობას, მივიღებთ თუ არა ჩვენ კანდიდატის სტატუს და მაშინ, როდესაც ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პირიქით. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ანტიევროპულ პროპაგანდაზე და იმაზე, რომ არ შეიძლება მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებით „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები იყოს სალანძღავი და ისეთი, როგორიც არის. ვფიქრობ, რომ გუშინ პრეზიდენტის განცხადებები იყო სწორი აქცენტებით, აბსოლუტურად ადეკვატური და შესაბამისი იმის, თუ რა პოლიტიკური მდგომარეობაც არის ქვეყანაში და რა პოლიტიკურ მდგომარეობაშიც „რუსულმა ოცნებამ“ ჩააგდო ეს ქვეყანა. თუმცა ცხადია, რომ მაქვს მოლოდინი, მაშინ, როდესაც „რუსული ოცნება“ არის სრულიად არაადეკვატური, მათ კიდევ რამე სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქრონ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები მათთვის ნამდვილად იქნებოდა დისკომფორტის შემქმნელი,“ – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ანა წითლიძემ.