ახალი ზელანდია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც სუპერმარკეტებში პლასტიკური ჩანთების აკრძალვა გააფართოვა თხელ ჩანთებამდე,(ცელოფნამდე) რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ხილისა და ბოსტნეულის შესანახად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცნობისთვის, ეს ნაბიჯი, რომელიც ძალაში შევიდა შაბათს, არის უფრო ფართო სამთავრობო კამპანიის ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის წინააღმდეგ.
მყიდველების უმეტესობას უკვე მიაქვს საკუთარი ჩანთები მაღაზიებში მას შემდეგ, რაც 2019 წელს აკრძალული იქნა პლასტიკური ჩანთები.
სუპერმარკეტების ქსელმა Countdown დაიწყო მრავალჯერადი გამოყენების პოლიესტერის ბადისებრი ჩანთების გაყიდვა.
კომპანია იმედოვნებს, რომ ეს წაახალისებს მყიდველებს, გამოიყენონ მრავალჯერადი ჩანთები ხილისა და ბოსტნეულისთვის.