გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
შექმნილი ვითარების შესახებ მერს, დავით შარაშიძეს ვესაუბრეთ.
_ უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე სოფლებში. ქალაქის ცენტრში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა ე.წ. “აკაციებში” და დატბორა კომერციული ფართები. დაიტბორა სხვადასხვა სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ოჯახების ეზოები. დაზიანდა რამდენიმე სახლი. სოფლებშიც, რამდენიმე სახლს დაუზიანდა სახურავები. გუშინ საღამოს საათებში ჩამოწვა დიდი რაოდენობით მიწის მასა სურების მიმართულებით, რამაც გამოიწვია ცენტრალურ გზაზე გზის ჩაკეტვა, რამდენიმე ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით იყო დარჩენილი და შესაბამისი ტექნიკით მალე გავხადეთ გზა გავლადი. ამ წუთებშიც ვათვალიერებთ დაზიანებულ ადგილებს,”_ გვიპასუხა შარაშიძემ.