კირჩხიბი
მთვარე, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, კირჩხიბს ქალური ენერგეტიკით აჯილდოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კირჩხიბები, ზოგადად, ძალზე მოსიყვარულეები და სათუთები არიან. ამ ნიშნის როგორც მამაკაცი, ისე ქალი წარმომადგენლები დაჯილდოებულნი არიან სიყვარულის გამოხატვის უსაზღვრო ნიჭით და ხშირად თავსაც კი აბეზრებენ ახლობელ ადამიანებს ზრუნვითა და ყურადღებით.
სასწორი
მოფერება, ჩახუტება, კოცნა – პლანეტა ვენერას მიერ მართული სასწორის ზოდიაქოსთვის ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადია. სასწორები აღმერთებენ გულითად საუბრებს და სითბოს გამოხატვას სხვადასხვა მეთოდით. მათ სძულთ აგრესია და უხეშობა. ყველა სასწორი ისწრაფვის ჰარმონიისა და კომფორტისკენ. ამიტომ მათი უმეტესობა მომხრეა, არასოდეს იყოს შუღლი და კონფლიქტი ადამიანებს შორის. ისინი მარტივად გამოხატავენ საკუთარ ემოციებს და ყოველთვის ძალდაუტანებლად შეუძლიათ დააფიქსირონ სახალხოდ ვინმეს მიმართ საკუთარი სიყვარული.
ავტორი