საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.66 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 631 მილიონ ლარს შეადგენს.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციითვე, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 420 ათასი ადამიანია.
როგორც საპენსიო სააგენტოში ამბობენ, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4,118 პირმა. მათზე გაცემული თანხა კი 11,684,674.97 ლარს შეადგენს.