BBC – ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში მაშველებმა, რომლებიც დატბორილ გვირაბში ჩარჩენილ მანქანებთან მისვლას ცდილობდნენ, სულ მცირე შვიდი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა, მეწყერი და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია ქვეყნის დიდ ნაწილში.
ცნობილია, რომ სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაკარგულად ითვლება. გაურკვეველია რამდენი ადამიანი რჩება გვირაბში, რომლის სიგრძე 685 მეტრია.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გვირაბი ოსონგში – ქალაქ ჩეონჯუს მახლობლად, მდინარის ადიდების შედეგად ძალიან სწრაფად დაიტბორა. მძღოლებმა და მგზავრებმა კი გაქცევა ვერ მოასწრეს.