22 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით “მთის დღეებს” კურორტი ბახმარო უმასპინძლებს.
როგორც ჩოხატაურის მერიაში აცხადებენ, ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის დაბა ჩოხატაურიდან კურორტ ბახმარომდე უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს
მიკროავტობუსები იმოძრავებენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან 11:00 – დან – 12:00 საათამდე და კურორტიდან მუნიციპალიტეტის მიმართულებით 22:00 – დან – 23:00 საათამდე.