ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი იპოვეს გარდაცვლილი.
მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური ადგილზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა.
მანამდე კორპუსთან ბუნებრივი აირის სუნი იყო, რის გამოც შესაბამისი ბინის ონკანი გადაიკეტა.
ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილი 82 და 72 წლის ქალბატონები.
შემთხვევის ადგილს პოლიცია იცავს და ადგილზე ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს ელოდებიან.