რუსთავში 28 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც “ინფო რუსთავს” თორნიკე აბალაკის დედამ განუცხადა, ბიჭი სახლიდან გუშინ დილას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისივე თქმით, ახალგაზრდამ დედას წერილი დაუტოვა. ოჯახი მე-8 მიკრორაიონში ცხოვრობს.
„გუშინ დილით ვნახე წერილი დატოვებული ტელეფონთან და საბუთებთან ერთად. ბოლოს პირადად მე მწერდა, რომ დედა არ იტირო. იმ წუთას პოლიციაში ჩავედი და განვაცხადე”, – უთხრა “ინფო რუსთავს” დაკარგული ბიჭის დედამ.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდას ფინანსური პრობლემა ჰქონდა. თორნიკე აბალაკი კამერებმა ბოლოს მე-20 მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსისკენ მიმავალი დააფიქსირა. ძებნაში ჩართულია პოლიცია.
თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დარეკეთ ნომერზე – 568676587.