https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“რაც სასწრაფოდ გასაკეთებელია, იმაზე გადაწყვეტილება არ არსებობს”

9:27; 28.07.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთში, გია ურუშაძის ქუჩის მცხოვრებლები უკვე წლებია, ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათ პრობლემის თაობაზე ერთობლივი განცხადებით ლანჩხუთის მერიას 2020 გაზაფხულზე მიმართეს კიდეც და საკითხის მოსაგვარებლად დახმარება ითხოვეს.

“ყოველი წვიმის შემდეგ იტბორება ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, რაც გამოწვეულია რკინიგზის სადგურის წინ მდებარე არხის უფუნქციონირებით. მოსახლეობის თხოვნაა, ჩაუტარდეს ამ სანიაღვრე არხს რეაბილიტაცია ან ახალი სანიაღვრე არხი გაკეთდეს. არხის მოუწყობლობა გამოიწვევს სხვადასხვა ინფექციის კერის წარმოქმნას”, _ ეწერა მაშინ ურუშაძის ქუჩის მცხოვრებთა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს ათეულობით ადამიანი აწერდა და მისი უშუალო ადრესატი მუნიციპალიტეტის პირველი პირი ალექსანდრე სარიშვილი იყო.

ახლა ურუშაძის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, რომ მაშინდელ მათ განცხადებას გარკვეული შედეგი მოჰყვა, თუმცა, სამწუხაროდ, დროებითი ეფექტის მქონე _ იქაურობა წვიმის შედეგად კვლავ იტბორება, ნიაღვარი და კანალიზაციიდან გადმოსული ფეკალიები კი სახლებში შედით.

“მაშინ მოვიდნენ და მოვალეობის მოხდის მიზნით გაწმინდეს ზერელედ. საარჩევნო წელი იყო და ვითომ ყურადღება გამოიჩინეს. თავად შესრულებულ საქმეში კი გაწერეს და პრობლემა, რომელიც უკვე წლებია გვაწუხებს, ისევ მოუგვარებელია. წვიმის დროს ისევ გვეტბორება ეზოები და სახლის პირველი სართულები. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვცდილობთ გავწმინდოთ ეს რკინიგზისპირა არხი, მაგრამ რას შველის ეს საქმეს?! შიშველი ხელებით რა უნდა ვქნათ?! სერიოზული მისახედია აქაურობა, ტექნიკაა საჭირო ამის მოსაწესრიგებლად.

ახლაც ძლიერი წვიმები რომ იყო, ჩვენს ქუჩაზე მეორედ მოსვლა გეგონებოდა, ისეთი მდგომარეობა იყო _ ღელემ გადმოხეთქა და მთელი მოსახლეობა წყალში იყო. სამაშველო და პოლიცია გვყავდა გამოძახებული. ხელისუფლებისგან მარტო ქალაქის რწმუნებული მოვიდა. წინა დღეებში კი იყვნენ მერიის წარმომადგენლები მოსულები. ადგილობრივი პრესით გავავრცელეთ განცხადება და პრობლემის მოგვარება მოვითხოვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რკინიგზას გადავკეტავთო, დავიმუქრეთ. ჰოდა, გაბრაზდა ამაზე ჩვენი მთავრობა, მოვიდნენ და აქეთ დაგვითენეს უბედურება _ რას ქვია გაზეთში გაგვწერეთ, მოდით მერიაში და იქ იყვირეთ, მოგაქცევენ ყურადღებასო.

21-ე საუკუნეში იმას ვითხოვთ ადამიანები, რომ ღელე და ფეკალიები არ ჩამოგვდიოდეს ყოველი გაწვიმებისას ეზოებში და სახლებს არ გვიტბორავდეს. რაც ევალებათ, ის უნდა გააკეთონ, ამას არც გაზეთში გაწერა და არც მერიაში ყვირილი არ უნდა სჭირდებოდეს. მაშინ კი მოიყვანეს ერთი ტრაქტორი, ერთი ადგილი გაწმინდეს მარტო და წავიდნენ.

ეს პრობლემა წლებია დგას, არაერთხელ დავწერეთ გაზეთშიც, მერიაშიც შევიტანეთ განცხადება, მაგრამ შედეგი მაინც არაა, ყოველი გაწვიმება ჩვენთვის ჯოჯოხეთია”, _ ამბობს გია ურუშაძის ქუჩის მოსახლეობა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ არსებულ პრობლემას რეალურად მოევლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც რკინიგზის გადაკეტვით იმუქრებიან: “რკინიგზას გადავკეტავთ მანამ, სანამ შედეგი არ დაიდება. სხვა გზას, უბრალოდ, ვეღარ ვხედავთ”, _ ამბობენ ისინი.

ამ თემაზე სოციალურ ქსელშიც აქტიურად მიდის პოლემიკა. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველმხრივ აქტიურობს და ამ კუთხითაც ჩანს მათი პროტესტი. თანაც საგულისხმოა, რომ ზემოთ ნახსენები პრობლემა მხოლოდ ურუშაძის ქუჩის მცხოვრებლებს არ უდგათ, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია სრულად ამ მდგომარეობაშია.

თამრიკო ჩხაიძე: “რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების უბედურება, მიტოვებულობა… ლანჩხუთის გერია ეგ ადგილები, მარტო ყვავილების დარგვა არ შველის… რეალურად, ბევრი ფულის რეალური დახარჯვაა საჭირო და არც ჰყავს პატრონი…”

ნინო მენაღარიშვილი: “მოვიდნენ დაპირებებით და მერე აღარც გამოჩენილან. წლებია უკვე, ასე გრძელდება, არავინაა პატრონი”.

ფიქრია დათიაშვილი: “გია ურუშაძის ქუჩაზე სულ მთლიანად, თავიდან ბოლომდე მოსაწესრიგებელია კანალიზაციაა, მარტო რკინიგზის ქვემოთ გაგრძელებაზე რას უშველის გაწმენდა.

ანდა რას ჰგავს საერთოდ ნინოშვილის ქუჩა მუზეუმიდან რკინიგზის სადგურამდე. დაანგრიეს ყველაფერი და რაც მათ ჭირდებოდათ მასალა, ის წაიღეს, გაყიდეს და დატოვეს ქვეწარმავლების და ცხოველების ბუდედ.

ნანა სირაძე: “წლებია ამ მდგომარეობაში ვართ. წლებია მოდიან და მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები. გვპირდებიან, უარს არ გვეუბნებიან, იმედს გვაძლევენ სიტყვიერად და საქმით თავს არ იწუხებენ. იმედია ახლა მაინც მიაქცევენ ყურადღებას ჩვენს თხოვნას თუ მოთხოვნას.

ნუნუ ცინცაძე: “მე, პირადად, რამდენჯერ ვიყავი მერიაში, ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ მითხრეს, წლის ბოლოა და მომავალი წლის ბიუჯეტში ჩავსვამთო და ასე უსასრულოდ, სირცხვილია!”

ნია ვადაჭკორია: “მთავარია სკვერი გააკეთეს და ეგ ადარდეთ ახლა, წყალი და ტალახი თუ დგება”.

ხათუნა ჩაგუნავა: “აღარც მახსოვს, რამდენი წელია გზასა და სანიაღვრეზე ვსაუბრობ. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. თამარ მეფის ქუჩა (რკინიგზის გადაღმა) სავალალო მდგომარეობაშია. რაც ქალაქიდან წყალი ჩამოედინება, ყველა ჩვენს ქუჩაზე და ეზოებში გროვდება. თამარ მეფის ქუჩა გაკეთდა ნაწილობრივ და ჩაბარდა პროექტი. მაინტერესებს, სად წავიდა ჩვენი ქუჩისთვის გამოყოფილი თანხა? ზამთარი მოდის. თუ უკვე ბიუჯეტი გადანაწილებულია? მომავლისთვის შეგვპირდებით, ალბათ, მაგრამ ამ უიმედო მომავალს დასასრული არ უჩანს, უვადოა…”

ნინო ჩახვაშვილი: “სანიაღვრე კვალიც არ არის გაყვანილი ურუშაძის და საფო მგელაძის ქუჩების კვეთაში და არხიდან გადმოსული კანალიზაციიანი წყალი ჩამოედინება ჩვენს ეზოებში, გაუსაძლის პირობებში ვართ ყველა გაწვიმებაზე, იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება.

წლებია გთხოვთ, სანიაღვრე კვალი გაიყვანოთ საფო მგელაძის ქუჩაზე, მუდამ გვპირდებით გაკეთებას და დღემდე ვართ მოლოდინის რეჟიმში. გაუსაძლისია ჩვენი მდგომარეობა”.

აღნიშნულ საკითხს “ლელოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი და საკრებულოს წევრი, გოჩა ჯანაშიაც ეხმაურება, რომელმაც საკრებულოს სხდომებზე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება კანალიზაციის თემაზე და მისი თქმით, ეს პრობლემა იმდენად მტკივნეულია, გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს.

“ეს თემა ათეული წელია აწუხებს ლანჩხუთის მოსახლეობას. კანალიზაციის სისტემები ქალაქის უმეტეს უბნებში საერთოდ არ არსებობს, სადაც არის, იქ უკვე მოძველებულია და ხშირად გამოდის წყობიდან. ამას ემატება ის, რომ ყველა წვიმისას მოსახლეობა იტბორება და ფეკალური მასები ეზოებში ჩადის. განსაკუთრებით გაუსაძლისია ურუშაძის ქუჩის მცხოვრებთა ყოფა, რომლებმაც არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ამაოდ. მესმის, ადგილობრივი ხელისუფლება მართლაც შეწუხებულია ამ პრობლემით, მაგრამ საკუთარი ძალებით ამის მოგვარება შეუძლებელია. ისიც ვიცი, რომ ცენტრალური ხელისუფლება არაერთხელ ჩააყენეს საქმის კურსში, თუმცა, პრიორიტეტთა ნუსხაში ჯერ სხვა პრობლემებზე მუშაობენ _ წელს იწყება ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც 35 მილიონი ლარით ფინანსდება და გულისხმობს ჭაბურღილების წყლით ქალაქის მცხოვრებთა მომარაგებას. ეს, თავისთავად, საშური თემაა, მაგრამ პრიორიტეტულად უფრო გვიან რომ გახორციელებულიყო, არ იყო პრობლემა, მით უმეტეს, რომ ქალაქის წყლის ხარისხი ურიგო როდია. თუმცა, ასე გადაწყვიტეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ამას არც შეეკითხებოდნენ, სამწუხაროდ. არადა, ფეკალიები ისევ ჩაედინება ღია არხში, რომელიც ავტობანის გასწვრივ არის და არც გადამამუშავებელი კოლექტორი არსებობს, რაც, უბრალოდ რომ ვთქვათ, ზიანს აყენებს მუნიციპალიტეტის გარემოს. ჰოდა, ის, რაც სასწრაფოდ გასაკეთებელია, ამაზე გადაწყვეტილება არ არსებობს”, _ ამბობს ჯანაშია.

რა გეგმები აქვს ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც წლებია, აწუხებს ქალაქის მოსახლეობას, ამის გასარკვევად “გურია ნიუსი” ქალაქის მაჟორიტარს კახა კვიტაიშვილს დაუკავშირდა.

იგი აღიარებს, რომ თემა მტკივნეულია, თუმცა, ვერაფერს ამბობს, როდის გადაიჭრება აღნიშნული პრობლემა:

“ამ ეტაპზე არაფერია. ეს საკითხი წყალმომარაგების კომპანიის მოსაგვარებელია. არაერთხელ გვქონდა კომპანიასთან საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით, ეს საკითხი ვერ მოგვარდება, რადგან პრიორიტეტად წყალმომარაგების პროექტი ჩაითვალა, რომლის ღირებულებაც 35 მილიონიანი ლარია.

უნდა გითხრათ, რომ ის, რაც ურუშაძის ქუჩაზე ხდება, ჩემთვის მართლაც მტკივნეულია. ხშირად ვფიქრობ ამ პრობლემის მოგვარების გზებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერაფერს დაგპირდებით გარდა იმისა, რომ წელს ქუჩის იმ ნაწილზე, რომელიც რკინიგზის გადაღმა მდებარეობს სანიაღვრე არხები მოეწყობა, შესაძლებელია, ასფალტის საფარიც დაიგოს”, _ გვითხრა ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

სოფო წილოსანი

ავტორი

კახა კვიტაიშვილი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14 იანვარი, 2026
საზოგადოება

ნისლი, დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – რა მდგომარეობაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

12:27; 14 იანვარი, 2026
საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

11:23; 14 იანვარი, 2026
საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13 იანვარი, 2026

ოთხი წლის შემდეგ გახსენებული, უსაფუძვლო "საპენსიო დავალიანება" და სააგენტოს მუქარა

რომელ წყვილებს აქვთ ყველაზე ხანმოკლე ქორწინება

ყველა სიახლე

მსოფლიო

ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

13:15; 15.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

13:07; 15.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

12:37; 15.01.2026
პოლიტიკა

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

12:28; 15.01.2026
სამართალი

“სულ ემუქრებოდა ამ გოგოს… გულში დაარტყა დანა” – სასტიკი მკვლელობა თბილისში

12:18; 15.01.2026
სამართალი

პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

12:06; 15.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ურთიერთობების ხელოვნება

11:46; 15.01.2026
ზაფრანი

„საახალწლო განტვირთვა“

11:42; 15.01.2026
ზაფრანი

ბედის საჩუქარი

11:32; 15.01.2026
ზაფრანი

ახალი წლის შემდგომი დიეტა   

11:30; 15.01.2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15.01.2026
მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

10:49; 15.01.2026
მსოფლიო

ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

10:45; 15.01.2026
სამართალი

რიკოთზე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს

21:03; 14.01.2026
სამართალი

მკვლელობა მარჯანიშვილზე _ შსს განცხადებას ავრცელებს

20:49; 14.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო