შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში „ქართული ჩაის ფესტივალი – ჩაის გზა“ გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ჩაის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სამეწარმეო ბაზარი, გასართობი სივრცე ბავშვებისთვის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მასტერკლასები და მოეწყო ფოტო გამოფენა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved