ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალ ოთხ ფილიალში ორგანიზაციული ცვლილებები დაიწყო. ამ ინფორმაციას აღნიშნული გაერთიანების დირექტორი ლანა ქავთარაძე ადასტურებს.
„ამ ეტაპზე დეტალებს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ცვლილებების პროცესში ვართ და მოგვიანებით გახდება ცნობილი ამ ორგანიზაციული ცვლილებების შედეგებზე, “ – გვითხრა ლანა ქავთარაძემ.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, მოხდება თუ არა თანამშრომლების შემცირება ან კიდევ შტატების დამატება? – ლანა ქავთარაძემ გვიპასუხა:
_ არაფერია გამორიცხული. ამ საკითხზე ჯერ საუბარია ნაადრევია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში, ცოტა ხნის წინ, ისტორიულ მუზეუმს სტუმრობდა. მოხდა თუ არა მინისტრთან ამ ცვლილებების შეთანხმება? – ლანა ქავთარაძემ ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მსგავსს საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
„ჩვენ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს ოზურგეთის ისტორიული მუზეუმში. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მუზეუმში ადამიანებისთვის საინტერესო შეხვედრები ჩავატაროთ”,_ ამბობს ლანა ქავთარაძე.
ავტორი