ვერძი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები გამოირჩევიან მდგრადი ხასიათით, რომელთა განეიტრალება არცთუ ისე მარტივი საქმეა. ისინი მუქარებს ყურადღებასაც არ აქცევენ. ამიტომ თუკი თქვენი საყვარელი მამაკაცი ვერძის ნიშნის ქალბატონისკენ იხრება, ჩართეთ თქვენი საინტერესო მხარე. მხოლოდ ასე თუ დაიბრუნებთ მას. დაივიწყეთ ისტერიკები და სკანდალები, რაც უდავოდ უფრო მეტად დაძაბავს თქვენს ურთიერთობას.
კურო
თუკი ურთიერთობა ამ ჰოროსკოპის ნიშნის ქალბატონთან აქვს თქვენს მეუღლეს, ნამდვილად საგანგაშოდ გაქვთ საქმე, ვინაიდან ისინი არ არიან ორიენტირებულები ხანმოკლე ურთიერთობებზე, ხოლო სიყვარულის გამოხატვაში საკმაოდ თბილები და რომანტიკულები არიან. ამიტომ დროა, ჩართოთ რომანტიკული მხარე და დაიბრუნოთ თქვენი საყვარელი მამაკაცი. კარგი იქნება, გასვლით ტურებსაც თუ დაგეგმავთ და მეტ დროს გაატარებთ ერთად.
ტყუპები
საომრად ტყუპებთან ერთი-ერთზე გასვლას ნამდვილად არ გირჩევთ, ვინაიდან ასე ტყუილად დაკარგავთ უფრო მეტ ძალისხმევას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული გოგონები ახლობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს უგდებენ ყურს. ამიტომ დროა, გამონახოთ საერთო ნაცნობები და დაელაპარაკოთ მათ, მისცეთ ისეთი რჩევები, რაც თქვენთვის იქნება გამოსადეგი მოღალატე ქმრის დასაბრუნებლად.
კირჩხიბი
განსაკუთრებულ როლს თამაშობს კირჩხიბი ქალის შემთხვევაში მისი საჯაროდ გაკიცხვა. გარეთ სკანდალებს მოერიდეთ, თუმცა, აი, სამსახური სწორედ რომ შესაფერისი ადგილია. დაადექით სამუშაო დროს, რომ კოლეგების წინაშე შეარცხვინოთ მისი საქციელის გამო, თუმცა გაითვალისწინეთ, არასდროს გადახვიდეთ შეურაცხყოფასა და ისტერიკაზე, ვინაიდან ასე უფრო გამარჯვებულად აგრძნობინებთ თავს, ხოლო შერცხვენის შემთხვევაში უდავოდ მარტივად ჩამოაშორებთ ცხოვრებიდან თქვენს მეორე ნახევარს.
ლომი
ამ ნიშნის ქალბატონების ჩამოშორება ასპარეზიდან საკმაოდ რთულია, თუმცა დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ სრულებით შესაძლებელი. სამეფო წოდების ლომისთვის სასურველი ის მამაკაცია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს მუდამ, თუ თქვენ დაანახებთ მას, რომ თქვენი მეორე ნახევარი აღარ გაინტერესებთ და პირიქით, გათავისუფლდით მისგან, ლომს შემოაკლდება თქვენი დატანჯული სახის ყურება და უდავოდ პირველ ნაბიჯს გადადგამს დაშორებაზე, ვინაიდან ამაყი ლომი აფასებს იმ ეფექტს, რომელსაც ის გარშემომყოფებზე ახდენს.
ქალწული
ქალწული საყვარლის ჩამოშორება მანძილის გაზრდით არის შესაძლებელი. არ შეუშინდეთ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შეცვლას. რაც უფრო მეტად გაიზრდება მანძილი, ბევრად უკეთესია. ამ ნიშნის ქალბატონები ვერ აიტანენ სიშორეს და ჩაქრება თქვენს მეორე ნახევარსა და მის საყვარელს შორის ვნებათაღელვა.
სასწორი
დამცირებით სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ საყვარელს უმარტივესად ჩამოიშორებთ გზიდან. მათ არ უყვართ, როდესაც პიროვნულ უპირატესობებს ეხებიან და აკნინებენ. შესაბამისად, მოქმედების დროა. შეგიძლიათ მუდმივად მისწეროთ თქვენს მოღალატე მეუღლეს სასიყვარულო შინაარსის მესიჯები, რასაც აუცილებლად წაიკითხავს სასწორი ქალბატონი. პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ თქვენი სასიყვარულო მიმოწერა გამოაქვეყნოთ და ოდნავ პიკანტური ფოტოც დაურთოთ. მერწმუნეთ, ამით შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს თქვენი პარტნიორის საყვარელი და ადვილად ჩამოიშორებთ გზიდან.
მორიელი
ეს მოწინააღმდეგე საკმაოდ ბრძოლისუნარიანია, თუმცა მისი მოშორება შეგიძლიათ თქვენში რადიკალური ცვლილებების გატარებით. დაიწყეთ იმიჯის შეცვლა, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, მოუარეთ, გარდერობი განაახლეთ და ერთგვარად მსუბუქად აეჭვიანეთ მეუღლე, ეს კი უდავოდ იმუშავებს, ვინაიდან ის იფიქრებს, რომ ფლირტი გაქვთ სხვა მამაკაცთან და თვითონ ჩამოშორდება საყვარელს.
მშვილდოსანი
ამ ნიშნის ქალბატონებისთვის უპირველესია თავისუფლება და თავისუფალი ურთიერთობები. ამიტომ ნაკლებად მიაქციეთ თქვენს მეუღლეს ყურადღება და დაანახეთ, რომ აღარ ზრუნავთ მასზე, მშვილდოსანი საყვარელი კი ნახავს უფრო მეტ ვალდებულებას, რომელსაც ნამდვილად ვერ შეეგუება და თვითონ გადადგამს ნაბიჯს დაშორებისკენ.
თხის რქა
მათთვის უპირველესი მატერიალური მდგომარეობაა, გრძნობები კი – მეორეხარისხოვანი. ამიტომ ასეთი საყვარლის ჩამოშორებაში ხელს შეგიწყობთ თქვენი მეორე ნახევრის ფინანსების კონტროლი. მისი ბიუჯეტის მართვა საკუთარ თავზე აიღეთ, ხოლო მის საყვარელს უდავოდ გაუჩნდება ფინანსების ნაკლებობა და თვითონ ჩამოშორდება თქვენს მოღალატე ქმარს.
მერწყული
მერწყულ ქალებს უყვართ პირველობა ოჯახურ ურთიერთობაში და დიასახლისის სტატუსი. ამიტომ დაანახეთ, ვის ტერიტორიაზე გადმოვიდა; დაანახეთ, რომ ის უბრალოდ მარტივი მორიგი გატაცებაა თქვენი მეუღლისთვის და მეტი არაფერი, მის გამო კი ოჯახი არ დაინგრევა. მერწყული ვერ აიტანს მეორე პლანზე ყოფნას და შეეშვება თქვენს მეუღლეს.
თევზები
თევზებისთვის მნიშვნელოვანია გარშემომყოფების შეფასება. ამიტომ დაამცირეთ სახალხოდ. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რომ ერევა თქვენს ოჯახურ იდილიაში, უფრო კარგ შედეგს გამოიღებს ეს, ვერ აიტანს საზოგადოებისგან ცუდ დამოკიდებულებას და გაწყვეტს ურთიერთობას თქვენს მეორე ნახევართან.
ავტორი