ცოტა ხნის წინ, კომპანიამ „Xpeng“ დუბაიში მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი გამოცადა.
ავტომობილს ერთდროულად 2 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მისი სიჩქარე კი საათში 130 კილომეტრს აღწევს. მოდელი „XPeng X2“ ჰაერში 90 წამის განმავლობაში იმყოფებოდა და კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ტექნოლოგია საჯარო გამოყენებისთვის თითქმის მზად არის, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც მის მიმოსვლას შესაძლებელს გახდის ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
„Xpeng“-ი სხვადასხვა ქალაქებში მფრინავი მანქანებისთვის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობას აპირებს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მგზავრები მფრინავი მანქანებით სარგებლობას წინასწარ განსაზღვრულ სივრცეებში სარგებლობას 5 წლის შემდეგ შეძლებენ.
ავტორი