საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში თავშესაფარი 224-მა ადამიანმა ითხოვა.
მონაცემების მიხედვით, 224 ადამიანს შორის, 44 ირანის, 43 თურქეთის, 36 უკრაინის და 25 რუსეთის მოქალაქეა.
გარდა ამისა, საქართველოს თავშესაფრის მიღების თხოვნით მომართა, ეგვიპტის 7-მა, ინდოეთის, იორდანიის, სუდანის 6-6-მა მოქალაქემ, სირიის 5-მა მოქალაქემ, უზბეკეთის, ნიგერიას, ეთიოპიას 4-4-მა მოქალაქემ, კუბას -3-მა მოქალაქემ, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ლიბანის, სომხეთის, ყაზახეთის და ყიზირგეთის 2-2-მა მოქალაქემ, ხოლო ბანგლადეშის, გაერთიანებული სამეფოს, იემენის, მაროკოს, მიანმარის, საუდის არაბეთის, სომალის, ტუნისის მოქალაქეებიდან თავშესაფრის მიღების თითი თითო მოთხოვნა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მიმღებ პირებს შორის ერთი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია, ხოლო 5 პირის მოქალაქეობა დაუდგენელია.