რუსეთის ქალაქ დონის როსტოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა გახორციელდა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის თანახმად, შეტევა დღეს, 7 სექტემბერს დაახლოებით 03:00 საათისთვის მოხდა.
გოლუბოვის ინფორმაციით, დონის როსტოვში ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელმაც ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო – ერთი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, მეორე კი, ცენტრში, პუშკინის ქუჩის რაიონში.
მომხდარის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი, დაზიანებულია 3 შენობის ფასადები და ჩამსხვრეულია ფანჯრები.