საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე მიწის შვავის ჩამოსვლის გამო, გზა ორივე მხრიდან დაკეტილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე აკრძალულია.
როგორც საავტომობილო გზებიდ დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონის დასტაბილურებისთანავე, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს.