მაშველებმა გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მეორე ადამიანი იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარს სოფელ სილაურში მიაგნეს.
ამ წუთებში გრძელდება ერთი არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოები.
მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.
სულ მაშველები ეძებდნენ სამ დაკარგულ ადამიანს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სილაურსა და ჯუმათში, ხოლო ერთ ადამიანს ჯიხანჯირში. ცოტა ხნის წინ, მაშველებმა გარდაცვლილი არასრულწლოვანი ნახეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში.