თბილისში, ვაჟა- ფშაველას გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა კინოფირების საცავი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ეროვნულ არქივში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საცავში ნიტროფირები ინახებოდა, თუმცა ყველა გაციფრულებულია და კინომასალა არ დაიკარგება.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, თეონა იაშვილის განცხადებით, რომელიც ნიტროფირები თვითაალებადია და ამიტომ ინახებოდა ცალკე საცავში.
„ხანძარი გაუჩნდა არქივის შენობის ეზოში განთავსებულ კინოფირების საცავს, სადაც ნიტროფირები ინახებოდა. ნიტროფირი კინოფირია, რომელზეც კინოფილმების გადაღება ხდებოდა. ყველა ეს მასალა გაციფრებულია და ასლები არქივში ინახება, საუბარია დედნების განადგურებაზე. თვითაალებადია და ამით არის განპირობებული ცალკე შენობაში რომ ინახებოდა”, – აცხადებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი.
ხანძარი ეროვნული არქივის ეზოში, ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.