ამ დროის მონაცემებით შემოწმებულია 504 სახლი, აქედან 218 ოჯახი ექვემდებარება გასახლებას, _ ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
”სტიქიის ზონაში 1000 ოჯახს გაეწია ჰუმანიტარული დახმარება, მუნიციპალიტეტების მერიებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. აქტიურად ვართ კომუნიკაციაში მოქალაქეებთან. ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამწუხაროდ, წერტილოვნად მაინც გვაქვს შეზღუდვები ორ ლოკაციაზე, ეს არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სადაც გაწმენდითი სამუშაოები ვერ ხორციელდება. რამდენიმე ოჯახია გზის გარეშე დარჩენილი, თუმცა აქაც აუცილებლად მოხდება გზების გაწმენდითი სამუშაოები, როგორც კი სამუშაოების დაწყება შესაძლებელი გახდება. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 500 ოჯახი. ყველგან, რეგიონში აღდგენილია ელექტროენერგია, დარჩენილია მხოლოდ სოფელ კოკათში 40 ოჯახი, რაც შეეხება გაზმომარაგებას, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 569 აბონენტს. მაგრამ ამ ყველაფრის აღსადგენადაც ინტენსიურად მუშაობენ ჯგუფები. ასევე, სტიქიის ზონაში, ყველა მონაკვეთზე აქტიურად მუშაობენ გეოლოგების ჯგუფები. ამ დროის მონაცემებით შემოწმებულია 504 სახლი, აქედან 278 ოჯახი ექვემდებარება გასახლებას”, _ განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
ავტორი