დღეს, დილით, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი, ლაშა გეგეჭკორი და ალექსანდრე ფანცულაია ლანჩხუთში, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ჩავიდნენ.
_ჩვენ საკუთარი სურვილით წამოვედით, რაც შევძელით, ერთი ოჯახისთვის ჩამოვიტანეთ პლედები, სურსათი, ტანსაცმელი…ხომ იცით, ასეთ დროს „მცირედიც შეიწირების“. ხვალიდან კი, სადაც გვეტყვიან, იმ ლოკაციაზე ვიმუშავებთ. მინდა, რომ მუდამ ღიმილიანი ჩამოვიდეთ და ასევე დაგვხვდეს მარადიული სიყვარულის და კეთილი, მართალი იუმორის მხარე გურია”,_ თქვა„გურია ნიუსთან“ ლანჩხუთის მერიის წინ, წამით ჩამომჯდარმა ლაშა გეგეჭკორმა.
როგორც მათ განაცხადეს, რამდენიმე დღე იმუშავებენ კრიზისულ მონაკვეთზე, სადაც თუნდაც ერთ ადგილობრივ ოჯახს სჭირდება დახმარება.
ბუნებრივია, ნორმალურია მადლიერების გამოხატვა ასეთი ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სურვილით, ფინანსურად და ფიზიკური მუსაობით, ეხმარება, თუნდაც, ერთ დაზარალებულ ადამიანს.
ავტორი