ბოლო დროს გამოჩნდა ხელჩანთები, რომლებიც თითის ზომისაა. ეს შეიძლება არაპრაქტიკული იყოს, მაგრამ მსგავსი ნივთებით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ხშირად ჩნდებიან.
აშშ-ში, ბრუკლინში დაფუძნებულმა ბრენდმა შექმნა ის, რასაც “ბოლო სიტყვა” უწოდეს. საუბარია მინიატურულ ჩანთაზე, რომლის დანახვაც მხოლოდ მიკროსკოპით არის შესაძლებელი.
ლუი ვიტონის სტილის ეს მომცრო ჩანთა შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს.
ფლუორესცენტური აქსესუარი, რომელიც ზომით მარილის მარცვალს შეგვიძლია შევადაროთ, დამზადებულია ფოტოპოლიმერული ფისისგან.
ხელჩანთა „MSCHF“-მა შექმნა, ბრენდმა, რომელიც ცნობილია ავანგარდისტული აქტივობებითა და პროდუქტებით.
ავტორი