ხმაურით დასრულდა ლანჩხუთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა. რადგან ეს პირველი სხდომა იყო გურიაში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ოპოზიციამ პასუხები ითხოვა სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობაზე, ზარალის დადგენის პროცესზე და დაზარალებულთა მიმართ სამოქმედო გეგმებზე. თუმცა, მმართველ გუნდს არ მოეწონა ოპოზიციის ეს სურვილი და კითხვები.
ოპოზიციიდან ამ დაპირისპირების მთავარი გმირი ენმ-ის წევრი კახა ასკურავა იყო.
ლანჩხუთის მერის განმარტებით კი, არცერთი ოჯახი არ დარჩება საცხოვრისის გარეშე. წინასწარი მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 235 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება, თუმცა ეს რიცხვი, შესაძლოა, გაიზსრდოს.