ცნობილია რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძის კარიერა „აიაქსში“ ძალიან ცუდად დაიწყო.
„ESPN“-ის ჟურნალისტი კრისტიან ვილაერტის მტკიცებით, „ვალვაიკთან“ მატჩში, რომელიც 83-ე წუთზე მასპინძელთა მეკარის უმძიმესი ტრავმის გამო შეწყდა, მონაწილეობაზე უარი ქართველმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა.
ვილაერტის თქმით, მას შემდეგ, რაც მიქაუტაძემ და ჩუბა აკპომმა გაიგეს, რომ ისევ თადარიგში იქნებოდნენ, თამაშზე უარი თქვეს. ქართველს და ინგლისელს „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი მარჯვენა გარემარბის ან 10-იანის პოზიციაზე მოიაზრებს და მათ გამოყენებას ფორვარდად არ აპირებს, სადაც ბრაიან ბრობის ენდობა.
მიქაუტაძე და აკპომიც ფორვარდები არიან და მათ მწვრთნელს უთხრეს, რომ ურჩევნიათ სკამზე ისხდნენ, ვიდრე სხვა პოზიციაზე ითამაშონ, რადგან ამას უბრალოდ აზრი არ აქვს.
გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ ჯერ მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ბოლო სამი თამაში კი სათადარიგო სკამზე დარჩა…
„ვალვაიკის“ მეკარე ეტიენ ვაესენი, რომელიც „აიაქსთან“ მატჩში უმძიმესად დაშავდა, გონზეა და საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდება.
„უკიდურესად შოკირებულები ვართ უბედური შემთხვევის გამო. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სამედიცინო შემოწმების შემდეგ ის გონზეა და საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის იმყოფება. ვიმედოვნებთ, რომ მალე დაგვიბრუნდება“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
„ვალვაიკის“ პრეზიდენტმა ფრენკ ვან მოსელველდმა კი განაცხადა: „ვაესენს არ ახსოვდა რა მოხდა, მაგრამ მინდა ექიმებს მადლობა ვუთხრა მყისიერი რეაგირებისთვის და მისი გონზე მოყვანისთვის. პრობლემა არ ეხება გულს, მაგრამ ბრობის დარტყმამ, რომელმაც თავში ფეხი ჩაარტყა, გამოიწვია გონების დაკარგვა“.
ბრაინ ბრობი ვაესენთან პირისპირ გავიდა, მაგრამ „აიაქსის“ ფეხბურთელმა ბურთს ფეხი ააცილა და მოქნეული ფეხი მეკარეს თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც 28 წლის ვაესენმა გონება დაკარგა.
ნიდერლანდების „ერედივიზიონის“ მე-7 ტურში „ვაალვიკი“ „აიაქსს“ საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა. 84-ე წუთზე ანგარიში 2:3 იყო, როდესაც „აიაქსის“ შემტევი ბრობი „ვაალვიკის“ მეკარეს ეტიენ ვაესენს შეეჯახა, რის შემდეგაც მასპინძელთა მეკარე გაითიშა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
ეტიენ ვაესენი 28 წლისაა და მთელი კარიერა „ვაალვიკში“ აქვს გატარებული.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ნაპოლისა“ და ვიქტორ ოსიმენს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.
დი მარციოს ხელთ არსებული ინფორმაციით, გარკვეული პირობები ბოლო დროს აშკარად შეიცვალა, რის გამოც მოლაპარაკებები შეფერხდა. დი მარციო ფიქრობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, პრობლემა წარმოშვა ვიდეომ, რომელზეც ოსიმენი ძალიან გაბრაზდა.
ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. შესაბამისად, ნეაპოლელებს მალე მოუწევთ ამ პრობლემის გადაჭრა, თუ არადა, ნიგერიელს მომდევნო ზაფხულს გაყიდიან.
რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კი „მილანთან“ მატჩის შემდეგ (0:2) კალენდრის გამო გაბრაზება არ დამალა. რომაულ კლუბს ზედიზედ სამჯერ სტუმარ „ნაპოლისთან“, „იუვენტუსსა“ და „მილანთან“ მოუწიათ თამაში.
„არასდროს მინახავს ვინმეს ზედიზედ სამჯერ სტუმრად „ნაპოლისთან“, „იუვენტუსთან“ და „მილანთან“ ეთამაშოს. გიჟური კალენდარია. საშინლად გაბრაზებული ვარ უეფაზე, ფიფაზე, სერია A-ზე და მთელ ამ ბანდაზე გიჟური კალენდრის გამო. ისინი ამ ბიჭებს სასაკლაოზე აგზავნიან. ეს არის ფეხბურთი, აიღე ფული და გაქრი. სერია C-ში საფეხბურთო მოედნებიც არ არსებობს, მთელი ეს გული ფეხბურთში 30-40-50 ფეხბურთელზე ნაწილდება“, – განაცხადა მაურიციო სარიმ.
ავტორი