დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ გამგზავრებით,_ ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე ცნობილია.
კერძოდ, მოსამართლეთა პლენუმმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
“პრეზიდენტმა, 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა მთავრობის ნებართვის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუცია”, – განაცხადა სასამართლოს დასკვნის წაკითხვისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.