სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
“ყვიროდნენ ბიჭები, აგინებდნენ ერთმანეთს და შემდეგ მოხდა გასროლა. ერთი ბიჭი იყო და ამბობდა: “რა ქენი ბიჭო, რა გააკეთე ეს ბიჭოო”. ისინი გაიქცნენ, ეს დარბოდა და “ჩქარა, სასწრაფო, ჩქარა, სასწრაფო, მოკვდა ბავშვიო”. ვიღაც თანმხლები იყო, სახე არავისი არ მინახია. კიოდა, ტიროდა, ყველაფერს შვრებოდა ის ბავშვი,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი კურიერთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში ე.წ. კრიმინალური “ავტორიტეტი” კობა მეფარიშვილი მოკლეს. მას “ყრუს” მეტსახელით იცნობდნენ. მკვლელობა მატარებლის ლიანდაგებზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. გარდაცვლილს 10 ტყვია აქვს მოხვედრილი და ის მრავლობითი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
“კურიერისვე” ინფორმაციით, მეფარიშვილის სახელი წარსულში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას უკავშირდება. არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.