გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ (უმეტესად შიდა ქართლში, ასევე მთიან რეგიონებში) რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერად ძლიერი ქარი.
თბილისში 24-25 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24-25 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 24-25 ოქტომბერს +23, +25 გრადუსი, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა, ხოლო 24-25 ოქტომბერს +22,+24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24 -25 ოქტომბერს +19, +21გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 24-25 ოქტომბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 24-25 ოქტომბერს +14+16 გრადუსი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში და 25 ოქტომბერს ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო,თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24-25 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24-25 ოქტომბერს კი შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.