ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი კინორეჟისორი გრეტა გერვიგი „ნეტფლიქსისთვის“ „ნარნიის ქრონიკების“ ორ ფილმს გადაიღებს.
დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ნარნიის ეკრანიზაციას, რომლის უფლებაც ჯერ კიდევ 2018 წელს დაისაკუთრა „ნეტფლიქსმა“, სწორედ გერვიგი მოჰკიდებდა ხელს.
რაც შეეხება გრეტა გერვიგს, უკვე შემდგარი მსახიობის სარეჟისორო დებიუტი 2017 წელს, ფილმ „Lady Bird“-ის გამოშვებით შედგა. მას შემდეგ იყო ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალების“ ეკრანიზაცია (2019). ორივე ფილმი ჯამში ოსკარის 11 ნომინაციაში წარადგინეს, მათ შორის, საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაშიც. რეჟისორის რიგით მესამე ნამუშევარი „ბარბია“, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გამოვიდა.
რაც შეეხება „ნარნიას ქრონიკებს“. ბრიტანელი მწერლის, კლაივ სტეპლზ ლუისის, კლასიკად ქცეული შვიდწიგნეულის მიხედვით „დისნეიმ“ წლების წინ სამი ფილმი გადაიღო: „ლომი, კუდიანი და გარდერობი“ (2005), „პრინცი კასპიანი“ (2008) და „განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა“ (2010). სამივე ფილმმა ჯამში 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
ავტორი